четверг, 4 июня 2015 г.
მეცხრე დღე
წარმოვადგინე ჩემი პროექტის გეგმა, მივიღე შეფასებები, შევაფასე კოლეგების პროექტის გეგმები შეფასების რუბრიკების მიხედვით, გავუზიერეთ ერთმანეთს ნამუშევრების დადებითი და უარყოფითი დეტალები, რის მიხედვითაც დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა და რესურსები. დავამატე მოსწავლეთა ნამუშევრები.
ტრენინგი იყო საკმაოდ მაღალპროდუქტიული, რადგან ბევრი დადებითი მხარე გავაანალიზე პროექტებით სწავლებისა და მას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს სასკოლო პრაქტიკაში. ტრენინგის მაღალპროდუქტიულობას განაპირობებდა ტრენერის მაღალი პროფესიონალიზმი და ყურადღებიანი დამოკიდებულება მსმენელებისადმი. ამისათვის დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს-მინდია დიდმანიძეს.
სასურველია ასეთი შემეცნებითი და საინტერესო ტრენინგები კიდევ დაიგეგმოს პედაგოგებისათვის.

понедельник, 25 мая 2015 г.
მერვე დღე
პორტფოლიო გამოვაქვეყნე ბლოგზე, დავხვეწე პროექტის გეგმა, ვიმუშავე პრეზენტაციისა და ინტერნეტ- გაზეთის შეფასების რუბრიკებზე და განვათავსე დისკზე. მოვემზადე პროექტის პრეზენტაციისათვის.
вторник, 19 мая 2015 г.
მეშვიდე დღე
გავეცანით და ვიმუშავეთ გოოგლეს სერვისებზე, შევქმენით შეფასების რუბრიკები, ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა და გადმოტვირთვა, ვიდეო ფაილებთან მუშაობა.
понедельник, 18 мая 2015 г.
მეექვსე დღე
დღეს გავეცანით გოოგლეს დამატებით შესაძლებლობებს, მის გამოყენებას სასწავლო- სამუშაო პროცესში, გაზიარებული ანუ კოლაბორაციული დოკუმენტის შექმნას, მასთან მუშაობას,გავაკეთეთ პროექტის გეგმაში პირველი სასწავლო კვირის პროცედურების გაწერა.განვიხილეთ და შევაფასეთ მოსწავლის რამდენიმე მზა ბროშურა,ავტვირთეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.
მომეწონა ბროშურის გამოყენების იდეა და ამას აუცილებლად გამოვიყენებ შემდგომ ჩემს პრაქტიკაში.
მომეწონა ბროშურის გამოყენების იდეა და ამას აუცილებლად გამოვიყენებ შემდგომ ჩემს პრაქტიკაში.
среда, 13 мая 2015 г.
მეხუთე დღე
გავეცანი საავტორო უფლებებს, ლიტერატურის გამოყენება მათი საავტორო უფლებების დაცვით, ინფორმაციის მოძიება და გადმოწერა. დავიწყე ციტირებული დოკუმენტის შევსება. google disk- ზე ავტვირთე ბროშურა და აუდიო, ვიდეო და სურათების საქაღალდე. გავეცანი კოლაბორაციული დოკუმენტის შექმნას. ვისაუბრეთ ინტერნეტის გამოყენების სხვადასხვა ხერხებზე.
понедельник, 11 мая 2015 г.
მეოთხე დღე
დავხვეწე პროექტის საკვანძო კითხვები, სტანდარტები, განვიხილე შესაბამისი რუბრიკები.
გავწერე შეფასების დროის ჩარჩო.
გავეცანი ეფექტური პრეზენტაციის მომზადების ხერხებს და გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ჩავაშენე ბლოგზე.
ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო, კმაყოფილი ვარ ტრენერის დახმარებით, რომელიც სასიამოვნოდ და შედეგიანად წარმართავს მუშაობას.
მესამე დღე
განვიხილეთ სასწავლო გეგმის შესავალი და ცვლილებები და გტადმოვწერეთ იგი. მოვარგე ჩემს მიერ შედგენილ პროექტის გეგმას, შევიტანე და მოპვარგე პროექტს 21-ე საუკუნის უნარები. გავეცანი ნიმუში "მშვენიერ სულთა ჰარმონია"
გავწერე სასწავლო მიზნები და შედეგები, მიმართულების მიმცემი , თემატური და ძირითადი კითხვები ჩემი პროექტის თემაზე.
გავწერე სასწავლო მიზნები და შედეგები, მიმართულების მიმცემი , თემატური და ძირითადი კითხვები ჩემი პროექტის თემაზე.
понедельник, 4 мая 2015 г.
მეორე დღე
მეორე დღე საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბევრი რამ გავიგე ახალი და საინტერესო. გავეცანი პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს, კონკიას პროექტის რესურსებს, შეფასების რუბრიკებს, ბროშურის შექმნას, პრეზენტაციას.
პირველი დღე
გავეცანი ტრენინგის გეგმას,პროექტებით სწავლებას, პროგრამა viewer- ს, ვიცნობ მის მოდულებს.
გავეცანი კონკიას პროექტის გეგმას,შევქმენი საქაღალდეები და განვათავსე დისკზე.
დავრეგისტრირდი ბლოგში, მაგრამ ვერ მოვასწარი ბლოგის დაწერა შუქის გათიშვის გამო.
ტრენინგი მიმდინარეობს ძალიან პოზიტიურ გარემოში, რასაც ხელს უწყობს ტრენერის თავისუფალი და უშუალო ხასიათი, მასალის გასაგებად და მარტივად გადმოცემის ხელოვნება. აღმოვაჩინე რომ პროექტებით სწაბლება მოსწავლეთათვის საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს და რომ პროექტი დამაინტრიგებელი შეკითხვით უნდა იწყებოდეს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას.

Подписаться на:
Сообщения (Atom)