ნორჩი ნატურალისტი
четверг, 4 июня 2015 г.
მეცხრე დღე
წარმოვადგინე ჩემი პროექტის გეგმა, მივიღე შეფასებები, შევაფასე კოლეგების პროექტის გეგმები შეფასების რუბრიკების მიხედვით, გავუზიერეთ ერთმანეთს ნამუშევრების დადებითი და უარყოფითი დეტალები, რის მიხედვითაც დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა და რესურსები. დავამატე მოსწავლეთა ნამუშევრები.
ტრენინგი იყო საკმაოდ მაღალპროდუქტიული, რადგან ბევრი დადებითი მხარე გავაანალიზე პროექტებით სწავლებისა და მას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს სასკოლო პრაქტიკაში. ტრენინგის მაღალპროდუქტიულობას განაპირობებდა ტრენერის მაღალი პროფესიონალიზმი და ყურადღებიანი დამოკიდებულება მსმენელებისადმი. ამისათვის დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს-მინდია დიდმანიძეს.
სასურველია ასეთი შემეცნებითი და საინტერესო ტრენინგები კიდევ დაიგეგმოს პედაგოგებისათვის.

понедельник, 25 мая 2015 г.
მერვე დღე
პორტფოლიო გამოვაქვეყნე ბლოგზე, დავხვეწე პროექტის გეგმა, ვიმუშავე პრეზენტაციისა და ინტერნეტ- გაზეთის შეფასების რუბრიკებზე და განვათავსე დისკზე. მოვემზადე პროექტის პრეზენტაციისათვის.
вторник, 19 мая 2015 г.
მეშვიდე დღე
გავეცანით და ვიმუშავეთ გოოგლეს სერვისებზე, შევქმენით შეფასების რუბრიკები, ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა და გადმოტვირთვა, ვიდეო ფაილებთან მუშაობა.
понедельник, 18 мая 2015 г.
მეექვსე დღე
დღეს გავეცანით გოოგლეს დამატებით შესაძლებლობებს, მის გამოყენებას სასწავლო- სამუშაო პროცესში, გაზიარებული ანუ კოლაბორაციული დოკუმენტის შექმნას, მასთან მუშაობას,გავაკეთეთ პროექტის გეგმაში პირველი სასწავლო კვირის პროცედურების გაწერა.განვიხილეთ და შევაფასეთ მოსწავლის რამდენიმე მზა ბროშურა,ავტვირთეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.
მომეწონა ბროშურის გამოყენების იდეა და ამას აუცილებლად გამოვიყენებ შემდგომ ჩემს პრაქტიკაში.
მომეწონა ბროშურის გამოყენების იდეა და ამას აუცილებლად გამოვიყენებ შემდგომ ჩემს პრაქტიკაში.
среда, 13 мая 2015 г.
მეხუთე დღე
გავეცანი საავტორო უფლებებს, ლიტერატურის გამოყენება მათი საავტორო უფლებების დაცვით, ინფორმაციის მოძიება და გადმოწერა. დავიწყე ციტირებული დოკუმენტის შევსება. google disk- ზე ავტვირთე ბროშურა და აუდიო, ვიდეო და სურათების საქაღალდე. გავეცანი კოლაბორაციული დოკუმენტის შექმნას. ვისაუბრეთ ინტერნეტის გამოყენების სხვადასხვა ხერხებზე.
понедельник, 11 мая 2015 г.
მეოთხე დღე
დავხვეწე პროექტის საკვანძო კითხვები, სტანდარტები, განვიხილე შესაბამისი რუბრიკები.
გავწერე შეფასების დროის ჩარჩო.
გავეცანი ეფექტური პრეზენტაციის მომზადების ხერხებს და გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ჩავაშენე ბლოგზე.
ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო, კმაყოფილი ვარ ტრენერის დახმარებით, რომელიც სასიამოვნოდ და შედეგიანად წარმართავს მუშაობას.
Подписаться на:
Сообщения (Atom)